Friday, May 1, 2020

განსხვავება სამედიცინო ხელთათმანებს შორის

1. ლატექსი vs ნიტრილი vs ვინილის ხელთათმანები

არჩევანის გაკეთება ლატექსის, ნიტრილის და ვინილის ხელთათმანებს, აგრეთვე დაფქვილულ და დაუფქვილავ ხელთათმანებს შორის, ცოტათი ძნელია, როდესაც არ იცი რა განსხვავებაა მათ შორის. მოდით ცოტა ახლოდან განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ლატექსის ხელთათმანი:
ლატექსის ხელთათმანი მზადდება ბუნებრივი მასალისგან - რეზინისგან. ის პოპულარული არჩევანია სამედიცინო ან ინდუსტრიულ სფეროებში. ძირითადი მიზეზეი, რატომაც ლატექსის ალტერნატვივებს ანიჭებს ხალხი უპირატესობას, ესაა მისი ალერგიულობა და თუ ალერგია არ წარმოადგენს შემზღუდველ ბარიერს, ლატექსის ხელთათმანი მცირედით კომფორტულია, ვიდრე ნიტრილის ხელთათმანი.
თვისებები:
·    ხელზე ერგება როგორც მეორე კანი;
·    აქვს მაღალი მგრძნობელობა;
·    შესაძლებელია მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება;
·  კაგრად მუშაობს მაღალი რისკის შემცველ სიტუაციებში, მათ შორის ინფექციებთან მიმართებაში;
·    ხარჯთ-ეფექტურია;
·    მსუბუქად დაფქვილულია, რაც მის ხელზე ჩაცმას აადვილებს;
·    არის ძალიან ელასტიური და ძლიერი;
·    ბიოდეგრადირებადია.










ნიტრილის ხელთათმანი:
ნიტრილის ხელთათმანი დამზადებულია სინთეთიკური რეზინისგან და წარმოადგენს იდეალურ ალტერნატივას, როდესაც ლატექსზე აქვს ადამიანს ალერგია. ნიტრილის ხელთათმანი უპირატესია, როდესაც საქმე ეხება ნემსის ჩხვლეტისგან თავის დაცვას. ხშირად მას უწოდებენ „სამედიცინო ხარისხს“. ვიდრე ხელთათმანი მოხვდება სამედიცინო და ჰოსპიტალურ ინსტიტუტებში, მან უნდა გაიაროს ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) არაერთი ტესტი გამძლეობასა და სიმტკიცეზე.
თვისებები:
·    ლატექსისგან თავისუფალი;
·    ჩხვლეტა გამძლეა;
·    აქვს მაღალი მგრძნობელობა;
·    ხელს კარგად ერგება;
·    შესაძლებელია მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება;
·   კაგრად მუშაობს მაღალი რისკის შემცველ სიტუაციებში, მათ შორის ინფექციებთან მიმართებაში;
·    უძლებს მრავალ ქიმიკატს;
·    შესაძლებელია მისი შენახვა ხანგრძლივი დროით;
·  ხელმისაწვდომია ლურჯ და შავ ფერებში, რათა ადვილად იყოს გარჩევადი ხელთათმანი დაიჩხვლიტა თუ არა.











ვინილის ხელთათმანი:
ვინილის ხელთათმანი კარგი არჩევანია კვების ინდუსტრიასა და ისეთ სიტუაციებში, როდესაც ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება გამძლეობას და დაცულობას. რადგან ისინი ნაკლებად გამძლეა, ფასითაც შედარებით იაფია.
თვისებები:
·    ლატექსისგან თავისუფალი;
·    თხელია;
·    კარგია ხანმოკლე დროით და დაბალი რისკის სიტუაციებში გამოსაყენებლად;
·    ფასის მხრივ ყველაზე ეკონომიურია;
·    გააჩნია ანტისტატიკური (დამუხტვის საწინააღმდეგო) თვისებები;
·    საუკეთესოა უსაფრთხო მასალებთან გამოსაყენებლად;
·    მსუბუქად დაფქვილულია, რაც მის ხელზე ჩაცმას აადვილებს;











2. დაფქვილული და დაუფქვილავი ხელთათმანები:
დღესდღეობით, ხელთათმანების უმეტესობა  მზადდება მსუბუქად დაფქვილული ან დაუფქვილავი სახით, რადგან 2016 წლის დეკემბერში, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA), ფქვილთან მიმართებაში პაციენტების მაღალი ალერგიულობის შემთხვევბის გამო, აკრძალა ძლიერ დაფქვილული სამედიცინო ხარისხის ხელთათმანების გამოყენება.

დაფქვილული ხელთათმანი:
დაფქვილული ხელთათმანი ჩაცმის გასაადვილებლად იფქვილება სიმინდის ფქვლით, აგრეთვე ფქვილი ხელს უშლის მათ ერთმანეთზე მიწებებას. როდესაც ეს ხელთათმანიხელზე გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში, ფქვილმა შესაძლოა გამოიწვიო კანის მგრძნობელობის მომატება ან ალერგია. სიმინდის ფქვილმა ასევე შესაძლოა ხელი შეუწყოს ლატექსზე ალერგიის მომატებას.

აღსანიშნია, ისიც რომ დაფქვილული ხელთამანი არ წარმოადგენს ალერგიის საშიშროებას ნიტრილის ან ვინილის ხელთათმანის შემთხვევაში.

დაუფქვილავი ხელთათმანი:
დაუფქვილავი ლატექსის ხელთათმანი გადის დაქლორვის პროცესს, რაც ხელს უწყობს მისი ჩაცმისა და გახდის გაადვილებას. ხელთათმანი მუშავდება ქლორით, ირეცხება წყლით და შრება გარკვეული დროის მანძილზე, რათა ხელთათმანს მოშორდეს ნალექი და ლატექსის პროტეინები.

დაუფქვილავი ხელთათმანის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ მისი მოხსნა შედარებით რთულია და შეიძლება მისი სიმტკიცე დაზიანდეს. აგრეთვე, დაქლორვასთან დაკავშირებული პროცესების გამო, დაუფქვილავი ხელთათმანი შედარებით ძვირია, ვიდრე დაფქვილული ხელთათმანი.

ხელთათმანების შედარება:

ხარისხი
დაფქვილული ხელთათმანი
დაუფქვილავი ხელთათმანი
მრავალმხრივი გამოყენებითობა
★★★☆☆
★★★★★
ადვილად ჩაცმადი
★★★★★
★★★★☆
სიკმვრივე
★★★★☆
★★★☆☆
ხელმისაწვდომობა
★★★★★
★★★★☆
კანის ჯანმრთელობა
★★★☆☆
★★★★☆
კომფორტი
★★★★★
★★★★☆
სიძლიერე / სიმტკიცე
★★★☆☆
★★★★★

გამომდინარე ყოველი აქედან, როდესაც საქმე შეეხება რომელი ტიპის ხელთათმანია თქვენთვის სწორი არჩევანი, გაითვალისწინეთ თითოეულის თვისებები და ისიც, თუ რა ტიპის დაცვა გესაჭიროებათ.

წყაროები:

No comments:

Post a Comment