Thursday, August 25, 2016

10 რჩევა სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის

სიმაღლეზე მუშაობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, თუ უსაფრთხოების ზომები არ იქნება დაცული. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პატარა მაძილიდან გადმოვარდნასაც კი შეუძლია სერიოზული დაზიანება მოგაყენოთ. სამუშაო, რომელიც საჭიროებს კიბეებისა და ხარაჩოების გამოყენებას, წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი, რათა რაც შეიძლება მეტი რისკი შემცირდეს.

ევროპაში, სიმაღლიდან ვარდნის დაახლოებით 500,000–მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 40,000–მა შემთხვევამ გამოიწვია გადაადგილებისა და მუშაობის შეზღუდვა, საიდანაც 1000 მათგანი საბედისწერო აღმოჩნდა. ფატალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ, სამშენებლო სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

გაგაცნობთ 10 მეთოდს, რომლებიც გამოგადგებათ თქვენს კომპანიაში:

  1. იდენტიფიცირება გაუკეთეთ ყველა იმ სამუშაოს თქვენს კომპანიაში, რომელიც დაკავშირებულია სიმაღლეზე მუშაოებასთან.
  2. შეაფასეთ ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:
  • სიმაღლეზე მომუშავე მუშებს;
  • მუშები, რომლებიც დაბლა მიწაზე მუშაობენ და შეიძლება დაზიანდნენ ნივთების ჩამოვარდნით.
  1. თავიდან აირიდეთ სიმაღლეზე მუშაობა იქ სადაც შესაძლებელია.
  2. სადაც ეს შეუძლებელია, ჩაატარეთ სიმაღლეზე მუშაობის რისკების სრული შეფასება.
  3. განიხილეთ აუცილებლად მისაღები უსაფრთხოების ზომები სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან/ დასაქმებულებთან რომლებიც ჩართულნი არიან სიმაღლეზე მუშაობის საქმეში.
  4. შეიმუშავეთ და დაამტიცეთ აღნიშნული უსაფრთხოების ზომები.
  5. გააკეთეთ პროტოკოლი და ჩეკლისტი, რათა ამ ზომების განხორციელება უზრუნველყოფილ იქნეს.
  6. შეინახეთ ეს ჩეკლისტი.
  7. პერიოდულად გაანახლეეთ რისკების შეფასება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პერსონალი შეიცვალა ან რაიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
  8. სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული შემთხვევების პრევენციისთვის, მიაწოდეთ თქვენს თანამშრომლებს ინფორმაცია ამ წესების შესახებ.
რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, დამსაქმებელი ვალდებულია დაატრენინგოს დასაქმებულები რომლებთან შეხება აქვთ სიმაღლეზე მუშაობასთან. დასაქმებულების უკეთესად დასაცავად, დამსაქმებელმა შეიძლება შეიძინოს შესაბამისი ხელსაწყოები და დასაქმებულებს მოსთხოვოს ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება. რისკების საგრძნობლად შესამცირებლად, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ჩამოვარდნისგან დამცავი ხელსაწყოები, მათ შორის უსაფრთხოების ქამარი (harnesses), ჩამკეტი კაუჭები (carabiners), ამწევი თოკები (retractors).

No comments:

Post a Comment