Thursday, August 11, 2016

რამდენიმე რჩევა ელექტრო უსაფრთხოებისთვის


მაღალი ძაბვის ელექტრო ხელსაწყოებს შეუძლიათ ოფისში დასაქმებულებისთვის სერიოზული ზიანების მოტანა, მათ შორის დაშოკვა, დამწვრობა და ხანძრის გაჩენა.
ელექტრო შემთხვევები, რომლებიც საოფისე გარემოში ხდება, ძირითადად გამოწვეულია ცუდი ან დეფექტური ხელსაწყოებით, დაუცველი იზოლაციით ან ხელსაწყოების არასწორი გამოყენებით – კერძოდ, კაბელების დამაგრძელებლებით, დამცველებითა და დენის დამაგრძელებლებით.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სამსახურსა და სახლში ელექტროობისგან გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად:




1. თუ ფიქრობთ, რომ ადგილზე შეიძლება იყოს ელექტრო რისკები, არ მიუახლოვდეთ მას და აცნობეთ ელექტრიკოსს.
2. დაიცავით მინიმუმ 3 მეტრიანი დისტანცია ენერგიის წყაროდან.
3. შეამოწმეთ თქვენი ყველა ელექტრო ხელსაწყო და ინსტრუმენტი გადაჭრილი ან გატეხილი კაბელებისთვის, ძაფების დაბოლოებებისთვის, დაკარგული კბილანასთვის, კაბელების დაკარგული დამცავებისა და არასწორად გამოყენებული დამაგრძელებლებისთვის.
4. დენის ჩამრთველები იცავენ ხელსაწყოებს. არასდროს გადატვირთოთ ჩამრთველი თუ მასში 220 ვოლტზე მეტია. აგრეთვე, ჩამრთველის გადატვირთვა მხოლოდ მაშინ იქნება კარგი, თუ პრობლემა მისგან მომდინარეობს.
5. როდესაც ელექტრო ხელსაწყო დენში შეერთებულია, დარწმუნდით რომ ღილაკი დაყენებულია „გამორთვის“ პოზიციაზე.
6. ხელსაწყოს დენიდან გამორთვის დროს, შესაერთებელს ხელი მყარად მოკიდეთ და თქვენკენ გამოწიეთ. არასდროს გაამოძრაოთ კაბელი დენცქვიტაში (ე.წ. შტეფსელში).
7. არასდროს დატოვოთ ელექტრო კაბელები რადიატორსა და ცხელ მილებზე.
8. არასდროს შეამოწმოთ დენცქვიტას დაზიანებული და ნაკლული ადგილები. არასდროს შეაერთოთ ხელსაწყოები დაზიანებულ დენცქვიტაში.
9. არ შეინახოთ რაიმე ტიპის ნივთები ელექტრო პანელებისა და ხელსაწყოების 1 მეტრის რადიუსში.
10. ელექტრო ხელსაწყოებს, რომლებიც შოკის გამომწვევია, ყოველთვის უნდა ეკეთოთ მაფრთხილებელი ნიშნები.
 დაიცავით ელექტრო უსაფრთხოება ოფისში
ელექტრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეკომენდირებულია:
·       დამცავიანი დამაგრძელებლების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ელექტრო ძაბვა წრედს არ აღემატება.
·         მოერიდეთ მრავალ შესაერთებლიანი ხელსაწყოების ზედმეტად დატვირთვას. ერთ დროულად ერთზე მეტ მაღალი ვატაჟის მქონე ხელსაწყო.
·      როდესაც არ ხმარობთ ხელსაწყოებს, ენერგიის დაზოგვისა და ხანძრისა და შოკის რისკების თავიდან ასარიდებლად, გამორთეთ ხელსაწყოებს ელექტრო ენერგიდან.
·         თვეში ერთხელ შეამოწმეთ კაბელები, რათა დარწმუნდეთ მათ დაუზიანებლობაში.
·         არ გაიყვანოთ ელექტრო კაბელები მაღალი ძაბვის ტერიტორიაზე, ხალიჩის ქვეშ ან კარების გასწვრივ.
·  უმჯობესია დაამონტაჟოთ დამატებითი დენცქვიტები (ე.წ. შტეფსელები) იმ ადგილებში სადაც საჭიროა, ვიდრე გამოიყენოთ დენის დამაგრძელებლები ან დამაგრძელებელი კაბელები.
·  დარწმუნდით, რომ ელექტრო ხელსაწყოები სერთიფიცირებულია აღიარებული ეროვნული ლაბორატორიის მიერ და აუცილებლად წაიკითხეთ მწარმოებელი კომპანიის ინსტრუქციები.


წყაროები: 

No comments:

Post a Comment