Friday, August 5, 2016

შევამციროთ ხელის დაზიანების რისკები


მსოფლიოში ყველაზე საშიშ სამუშაოებს განეკუთვნება ნავთობისა და გაზის მრეწველობა. მაღალია ხანძრისა და აფეთქების რისკები, ამას ემატება ისეთი რისკები როგორიცაა ხელისა და თითის დაზიანება.

აღრიცხვადი ინცინდენტები
ხელისა და თითის დაზიანება გაზისა და ნავთობის ინდუსტრიაში შეადგენს 50%–ს, ზოგჯერ თითის დაზიანების მაჩვენებელი 80%–საც კი აღწევს. საბურღი კონტრაქტორების საერთაშორისო ასოციაციის 2014 წლის სტატისტიკის მონაცემებით დაახლოებით 43%–ს შეადგენს ხელისა და თითის დაზიანება საბურღ მოწყობილობებზე. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია, 2013 წელს ის 41% შეადგენდა, ხოლო 2012 წელს - 40%. სწორედ ამიტომ კომპანიები ცდილობენ შეიმუშავონ ხელისა და თითის ტრამვების პრევენციის მექანიზმები.


გარდა ხელის გაჭრისა და ვარდნით გამოწვეული დაზიანებებისა, მათზე მოქმედებს შემდეგი საფრთხეები: ქიმიკატები, ვიბრაცია, სიცხე, ყინვა, სხვადასხვა ინფექციური და ბიოლოგიური აგენტები. ხელებსა და თითებს აქვთ ყველაზე მეტი ნერვიული დაბოლოება და სხეულის ამ ზონაში განთავსებულია ყველაზე მეტი ტკივილის რეცეპტორები, სწორედ ამიტომ თითები განეკუთვნებიან ყველაზე საშიშ ზონას.

ხელებისა და თითების დაზიანება არის მთავარი გამოწვევა ნავთობის ინდუსტრიაში. ეს სტატია მიმოიხილავს ხელისა და თითის დაზიანებების შემარბილებელ ღონისძიებებს და პრევენციის მექანიზმებს, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და გაზის მრეწველობაში.

რისკების სათანადო შეფასება
ალბათ საჭირო არ არის ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ რისკების სათანადო შეფასება და კომუნიცაცია თანამშრომლებს შორის  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხელისა და თითების დაზიანებების შემცირებაში. ისეთი საფრთხეების იდენტიფიცირება, როგორებიცაა ხელის გაჭრა, სიმძიმის ვარდნა, ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედება და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების შემუშავება არის ამოსავალი წერტილი ხელისა და თითის ტრამვის პრევენციის მექანიზმის შესამუშავებლად.

მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მიენიჭოს რისკების აღმოსაფხვრელად თანამშრომელთა ჩართულობით და მათზე განხორციელებულ საინჟინრო კონტროლით სამუშაო პროცესში პრაქტიკული ღონიშიებების გატარებას. დამცავი ხელთათმანების გამოყენება უნდა ჩაითვალოს საფრთხეების შემამცირებელი ღონისძიებების ეირარქიაში ბოლო საფეხურად. ასევე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დამცავი ხელთათმანები ნაკლებად იცავს დასაქმებულებს სიმძიმის დაცემისგან, რის გამოც ისინი იმყოფებიან მუდმივი საფრთხის ქვეშ.

ხელისა და თითების დაზიანების პრევენციის კამპანიები
იმის გამო, რომ წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით ვხვდებით ხელისა და თითების დაზიანებებს, ნავთობისა და გაზის კომპანიებმა ხელისა და თითის დაზიანებების პრევენციის კამპანიები შეიტანეს ყოველწლიურ გეგმაში. ამისთვის მათ გამოჰყვეს საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსი და დრო.

კამპანიების ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, ჩატარდა სემინარები, დარიგდა პლაკატები და წარმოდგენილ იქნა მეტად დაცული ხელთათმანები.

ტრეინინგები ტრამვების პრევენციისთვის
დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები ხელისა და თითების დაზიანებების პრევენციისათვის და კამპანიების დროს კონცენტრირება მოხდა კრიტიკულ და ხშირად მომხდარ რისკებზე. ჩატარდა იმიტირებული თამაშები, სადაც დასაქმებულებს თხოვდნენ შეესრულებინათ მარტივი სამუშაო. ეს მათ პრაქტიკაში ეხმარებოდა გაეაზრებინათ, თუ რატომ უნდა ეზრუნათ ხელებზე და თითებზე ნებისმიერ დროს. მშრომელთა ცნობიერების ასამაღლებლად სპეციალური გამოსვლები მომზადდა, რომლის მიზანი იყო აეხსნა, რა გავლენას ახდენს მშრომელთა ცხოვრებაზე ხელისა და თითის დაზიანებები. განხილულ იქნა პრაქტიკული მაგალითები.

ტრეინინგები, კომუნიკაცია, სამუშაო ადგილზე ჩატარებული სწავლებები და თანამშრომელთა ჩართულობა ცნობიერების ასამაღლებელი მნიშვნელოვანი კომპონენტებია. 

მოწინავე ტექნოლოგიების გაცნობა
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შემცირდა გარკვეული ტიპის დაზიანებები. მაგალითად, ისეთი სამუშაოს შესრულებისას, როგორიცაა დისტანციური მართვის მილის გატარება ნავთობისა და გაზის საბურღ მოწყობილობაში. აქ მუშაობის პროცესი და მასზე კონტროლი მიმდინარეობს დისტანციურად, რაც გამორიცხავს ადამიანური რესურსების გამოყენებას.

ნავთობისა და გაზის კომპანიები, მაგალითად ნორვეგიაში, ვალდებულნი არიან გამოიყენონ უპილოტო და დისტანციურად მართვადი მოწყობილობები. მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით მნიშვნელოვანი ინციდენტი არ მომხდარა, ვერ მოხდა სხვა რისკებისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება, როგორიცაა შეჯახება და სხვა ურთიერთქმედება დისტანციურად მართვადი ტექნიკის და პერსონალის, თავად საბურღი მოწყობილობების და ა.შ.

,,ხელებისგან თავისუფალი“ სამუშაოები
მძიმე ტექნიკა ხშირად არის ხაფანგი ხელებისა და თითების დაზიანებისათვის. ნავთობისა და გაზის კომპანიების უმრავლესობა ცდილობს გაატაროს ,,ხელებისგან თავისუფალი“ პოლიტიკა და ინიციატივები, რათა მოხდეს ხელისა და თითების დაზიანებების თავიდან აცილება. ისინი ,,ხელებისგან თავისუფალ“ სამუშაოებს ახორციელებენ სხვადასხვა ამწე და საბურღი მოწყობილობების გამოყენებისას.

დამცავი ხელთათმანები
ეჭვგარეშეა, რომ დამცავი ხელთათმანები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს დასაქმებულთა ხელებისა და თითების დასაცავად. პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის მიხედვით, ხელის დაზიანების დაახლოებით 30% ხდება მაშინ როდესაც გამოიყენება არაადეკვატური, სამუშაოსთვის შეუსაბამო, დაზიანებული ხელთათმანი.

დასრულდა ძველი ბამბის ხელთათმანების ეპოქა. ნავთობისა და გაზის მრეწველობაში გაუმჯობესდა ხელთათმანების დიზაინი, განსაკუთრებულად დაიხვეწა საბურღი მოწყობილობებზე სამუშაოდ გამოსაყენებელი ხელთათმანები. ახალი ხელთათმანები არის თერმოპლასტიკური რეზინის, რაც მეტად იცავს ხელს მაღალი რისკის დაზიანებებისგან. ეს ხელთათმანები გამოირჩევა მაღალი ხილვადობით, წყალგაუმტარობით და არის მაღალი გამძლეობის, ისინი უზრუნველყოფენ მაღალი დონის დაცვას.

ხშირად ხდება ისე, რომ დასაქმებულს ხელთათმანი აცვიათ სამუშაო სპეციფიკის შეუსაბამოდ და მათთვის ეს არაკომფორტულია. ამისთვის საჭიროა მოხდეს სამუშაოს სპეციფიკის შესწავლა და განსაზღვრა, თუ რომელი ტიპის ხელთათმანი არის საჭირო თითოეული სამუშაოს შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია შემოწმდეს ხელთათმანების ვარგისიანობა.

მაღალი რისკის შემცველი ზონები
მნიშვნელოვანია მოხდეს სახიფათო ტერიტორიების იდენტიფიცირება, მისი სპეციალური ფერით კოდირება და უსაფრთხოების ნიშნებით აღჭურვა, რაც ფართოდ გამოიყენება ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. ხშირ შემთხვევებში ტექნიკის მწარმოებლები ვალდებულები არიან ამგვარი მაფრთხილებელი ნიშნებით აღჭურვონ თავად ტექნიკა, თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების (მაგალითად, ამინდის ზემოქმედებისას) გამო ხდება ნიშნებისა და ფერების წაშლა, რის გამოც აუცილებელია მათი თავიდან გადაღებვა და განახლება.

სამკაულების აკრძალვა
ყოველწლიურად ათასობით ადამიანი შავდება მუშაობის დროს სამკაულების გამოყენების გამო, რის გამოც მათი გამოყენება მკაცრად იკრძალება. დადგენილია, რომ ბეჭედი უფრო მეტად ზრდის თითის დაზიანების რისკს, რის გამოც ბევრ კომპანიაში შემუშავდა მისი აკრძალვის ღონისძიებები.

სწორად შერჩეული ინსტრუმენტები
სწორად შერჩეული ინსტრუმენტები ამცირებს ხელისა და თითის დაზიანებებს. სამუშაო პროცესში მუდმივი გამოყენების იარაღებთან ერთად დამცავი ხელსაწყოების გამოყენება ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრამვების პრევენციისთვის. სამუშაო პროცესში ხშირად ხდება ზოგიერთი ინსტრუმენტის აკრძალვაც.

მანქანა–დანადგარების მონტაჟი
ბავრ მანქანა–დანადგარს აქვს ჩაშენებული, ჩამონტაჟებული დამცავი სისტემები, რათა დაიცვას თანამშრომლები ხელისა და სხეულის სხვა ორგანოების დაზიანებისგან. მანქანების სათანადო დაცვა და მათი რეგულარული შემოწმება უზრუნველყოფს საფრთხის ზონებში სხეულის სხვადასვა ნაწილების დაცვა.

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიები ძალას არ იშურებენ უსაფრთხოების ზომების გასატარებლად, სტატისტიკა მიუთითებს რომ წლიდან წლამდე ხელისა და თითის დაზიანებები იზრდება. აღნიშნული კვლევის თანახმად არ არსებობს ერთი კონკრეტული გამოსავალი რომელიც უზრუნველყოფდა ხელისა და თითების დაზიანებების შემცირებას და შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას, ამისთვის აუცილებელია კომპანიებმა შეიმუშაონ პრევენციის სტრატეგიები.

ზოგიერთ რეგიონში ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შეამცირეს უბედური შემთხვეების გარკვეული რისკი, თუმცა, აქ თავი იჩინა ახალმა რისკებმა, რომელსაც ასევე შემცირება სჭირდებთ. სასურველი შედეგის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ჩართულობა.


No comments:

Post a Comment