Friday, May 1, 2020

განსხვავება სამედიცინო ხელთათმანებს შორის

1. ლატექსი vs ნიტრილი vs ვინილის ხელთათმანები

არჩევანის გაკეთება ლატექსის, ნიტრილის და ვინილის ხელთათმანებს, აგრეთვე დაფქვილულ და დაუფქვილავ ხელთათმანებს შორის, ცოტათი ძნელია, როდესაც არ იცი რა განსხვავებაა მათ შორის. მოდით ცოტა ახლოდან განვიხილოთ თითოეული მათგანი.

Thursday, August 25, 2016

10 რჩევა სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის

სიმაღლეზე მუშაობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, თუ უსაფრთხოების ზომები არ იქნება დაცული. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პატარა მაძილიდან გადმოვარდნასაც კი შეუძლია სერიოზული დაზიანება მოგაყენოთ. სამუშაო, რომელიც საჭიროებს კიბეებისა და ხარაჩოების გამოყენებას, წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი, რათა რაც შეიძლება მეტი რისკი შემცირდეს.

ევროპაში, სიმაღლიდან ვარდნის დაახლოებით 500,000–მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 40,000–მა შემთხვევამ გამოიწვია გადაადგილებისა და მუშაობის შეზღუდვა, საიდანაც 1000 მათგანი საბედისწერო აღმოჩნდა. ფატალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ, სამშენებლო სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

გაგაცნობთ 10 მეთოდს, რომლებიც გამოგადგებათ თქვენს კომპანიაში:

Thursday, August 11, 2016

რამდენიმე რჩევა ელექტრო უსაფრთხოებისთვის


მაღალი ძაბვის ელექტრო ხელსაწყოებს შეუძლიათ ოფისში დასაქმებულებისთვის სერიოზული ზიანების მოტანა, მათ შორის დაშოკვა, დამწვრობა და ხანძრის გაჩენა.
ელექტრო შემთხვევები, რომლებიც საოფისე გარემოში ხდება, ძირითადად გამოწვეულია ცუდი ან დეფექტური ხელსაწყოებით, დაუცველი იზოლაციით ან ხელსაწყოების არასწორი გამოყენებით – კერძოდ, კაბელების დამაგრძელებლებით, დამცველებითა და დენის დამაგრძელებლებით.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სამსახურსა და სახლში ელექტროობისგან გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად:


Friday, August 5, 2016

შევამციროთ ხელის დაზიანების რისკები


მსოფლიოში ყველაზე საშიშ სამუშაოებს განეკუთვნება ნავთობისა და გაზის მრეწველობა. მაღალია ხანძრისა და აფეთქების რისკები, ამას ემატება ისეთი რისკები როგორიცაა ხელისა და თითის დაზიანება.

აღრიცხვადი ინცინდენტები
ხელისა და თითის დაზიანება გაზისა და ნავთობის ინდუსტრიაში შეადგენს 50%–ს, ზოგჯერ თითის დაზიანების მაჩვენებელი 80%–საც კი აღწევს. საბურღი კონტრაქტორების საერთაშორისო ასოციაციის 2014 წლის სტატისტიკის მონაცემებით დაახლოებით 43%–ს შეადგენს ხელისა და თითის დაზიანება საბურღ მოწყობილობებზე. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია, 2013 წელს ის 41% შეადგენდა, ხოლო 2012 წელს - 40%. სწორედ ამიტომ კომპანიები ცდილობენ შეიმუშავონ ხელისა და თითის ტრამვების პრევენციის მექანიზმები.


Sunday, July 31, 2016

მონოტონურ სამსახურთან დაკავშირებული პროფესიული რისკები და რეკომენდაციები


შესავალი
ბევრ თანამედროვე კომპანიაში სამუშაო ადგილი კლასიფიცირდება ორ ნაწილად. პირველი ფიზიკური უმოქმედობა და სამუშაო რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ ჯდომას. ეს მახასიათებლები მომავალში იწვევენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს აღმოცენებას, როგორიცაა მაგალითად სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო, კუნთოვანი დარღვევები, კისრის, მხრების, კიდურების და სხვა პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები რაც გამომდინარეობს ხანგრძლივი მჯდომარე სამუშაო გრაფიკთან, შეუძლებელია კომპენსირებული იყოს პიზიკური ვარჯიშითა და დასვენებით. აღნიშნულ პრობლემებთან დაკაშირებით არსებობს სხვადასხვა რეკომენდაციები. ეს სტატია ეხება  სამშაო რისკების შეფასებას, რეკომენდაციებსა და სხვადასხვა სახის რჩევებს.

Wednesday, July 13, 2016

ჯანმრთელი ხელები: შევინარჩუნოთ "ფულისგამომმუშავებლები"

შრომისმოყვარე ხელები თავად არიან ხელსაწყოები. ფაქტიურად, ისინი არიან ყველაზე ძვირფასი ხელსაწყოები თქვენთვის, ვინაიდან თქვენ არ შეგიძლიათ მათი ჩანაცვლება როდესაც ისინი გაფუჭდებიან და უბრალოდ ვერ იყიდით ახლებს როდესაც ისინი გაიცვითებიან. თქვენ უნდა მოუაროთ და დაიცვათ ისინი, რათა მეორე დღესაც შეძლოთ კარგად მუშაობა.
განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ხელები ასრულებენ მძიმე და ძნელ სამუშაოს, პატარა პროაქტიულ მოვლას მათი კარგ მდგომარეობაში შენახვა შეუძლია.
წარმოგიდგენთ თქვენი ფულის გამომმუშავებლების დაცვის 4 გზას, რათა მათ სამაგიეროდ შეძლონ თქვენი საარსებო წყაროს შენარჩუნება.